უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი, რომელსაც კორონავირუსი 9 ნოემბერს დაუდასტურდა, კლინიკაში გადაიყვანეს. პრეზიდენტი ონლაინ თათბირებს საავადმყოფოდან მართავს.
კლინიკაში, იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკიც, რომელსაც ასევე კორონავირუსი დაუდასტურდა
პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოლიაკოვის გაცხადებით, ყველაფერი მკაცრად რეგლამენტირებულია. საავადმყოფოში არის ტექნოლოგიებით აღჭურვილი კაბინეტი და პრეზიდენტი ზელენსკი და ანდრეი ერმაკი წინასწარ გაწერილი გრაფიკით მუშაობას განაგრძობენ.