logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: ჩვენს რეგიონში არის სხვა პრობლემებიც - საქართველო, ყირიმი, მოლდოვა
- +

12 ნოემბერი. 2020. 12:20

 

 

 „ჩვენს რეგიონში არის სხვა პრობლემებიც – საქართველო, ყირიმი, მოლდოვა“, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მთიან ყარაბაღში წლების განმავლობაში მცხოვრებ სომხებთან დაკავშირებით არის პოზიტიური განცხადებები, რომ ყველაფერი გაკეთდება მათი სახლებში დასაბრუნებლად.

 

ჩავუშოღლუს განცხადებით, რეგიონული პრობლემები ასევე უკავშირდება სირიას, ლიბიასა და იემენს. მისი თქმით, ყველა რეგიონული პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური გზებით უნდა გადაწყდეს.

 

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას თუ დაარღვევს, შესაბამის საფასურს გადაიხდის და თურქეთი ყველაფერს გააკეთებს, რაც აზერბაიჯანს სურს, რაც ეხება არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, არამედ მომავალში დაგეგმილ ნაბიჯებს.

 

მევლუთ ჩავუშოღლუმ სამშვიდობო პროცესში საფრანგეთის ქმედება გააკრიტიკა და თქვა, რომ პარიზმა მცდარი პოზიცია დაიჭირა.

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის კორიდორის გახსნით განსაკუთრებით ნახიჩევანი ისარგებლებს, რადგან ხარჯები შემცირდება. ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ მთიან ყარაბაღში თურქეთი რუსეთის მსგავს როლს შეასრულებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner