logo_geo
eng_logo
პაციენტი, რომელიც ბათუმის კლინიკის მესამე სართულიდან გადმოვარდა, გარდაიცვალა
- +

12 ნოემბერი. 2020. 12:33

 

 

 

პაციენტს ნეკნებისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა, ამასთან გადმოვარდნის შედეგად ჰქონდა სისხლჩაქცევები მუცლის ღრუში.

 

 ბათუმის რესპუბლიკური საავამდყოფოს მესამე სართულიდან გადმოვარდნილი 73 წლის პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა გიგა კიკაბიძემ პირველ არხთან დაადასტურა.

 

მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი კლინიკაში ორი დღის წინ შეიყვანეს. მამაკაცს პნევმონია აღენიშნებოდა და მკურნალობას ექვემდებარებოდა.

 

„შემთხვევის დროს პალატაში მის გარდა არავინ იმყოფებოდა. პაციენტის შვილი ჩვენი თანამშრომელია. ისიც კოვიდინფიცირებულია და მამას ის მეთვალყურეობდა. გადმოვარდნის შემდეგ პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში შევიყვანეთ და ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა მძიმე იყო“, - განაცხადა კიკაბიძემ.

 

საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის ინფორმაციით, 73 წლის მამაკაცს გულ-მკერდის მიდამოში ორი ნეკნისა და მენჯის ძვლის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ასევე ჰქონდა მუცლის ღრუში სისხლჩაქცევები

 

შემთხვევა გუშინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა. კორონავირუსით ინფიცირებული 73 წლის მამაკაცი კლინიკის მესამე სართულიდან გადავარდა. საავადმყოფოში აცხადებენ, რომ შემთხვევის მიზეზი უცნობია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner