logo_geo
eng_logo
კოვიდსტანდარტების დარღვევის გამო, სოხუმში მიკროავტობუსის მძღოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს
- +

12 ნოემბერი. 2020. 13:20

 

ოკუპირებულ აფხაზეთში მიკროავტობუსის მძღოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სანიტარული სტანდარტების უხეში დარღვევის გამო. ინფორმაციას aiaaira.com ავრცელებს.

 

„სოხუმში N1 მიკროავტობუსის მძღოლი მგზავრთა გადაყვანის დროს სანიტარული სტანდარტების უხეში დარღვევის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა.

 

სანიტარული სტანდარტების დარღვევამ მგზავრთა გაღიზიანება და შეშფოთება გამოიწვია, ამის გამო კი რომან კვარჩია პასუხისგებაში მიეცა. დადგენილი სანიტარული ნორმების დამრღვევი პირები პასუხს აგებენ!“, - აღნიშნულია დე ფაქტო შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner