logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: საკრედიტო - საგარანტიო სქემით ის მეწარმეებიც შეძლებენ სარგებლობას, რომლებსაც სესხი მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში აქვთ აღებული
- +

12 ნოემბერი. 2020. 13:34

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დაზუსტდა დებულება, რომელიც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ჩართვას საკრედიტო - საგარანტიო სქემაში.

 

მინისტრის განცხადებით, ინდმეწარმეებსა და კომპანიებს, რომელებიც სარგებლობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების სესხებით, ასევე შეუძლიათ ჩაერთონ საკრედიტო - საგარანტიო სქემაში.

 

„ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინდმეწარმეებისთვის და მიკრო და მცირე ბიზნესებისთვის, რომლებიც მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მომსახურებით აქტიურად სარგებლობენ,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner