logo_geo
eng_logo
თურქეთის დროშა უარის მიუხედავად: თურქეთი ყარაბაღის სამშვიდობო მისიაში ჩაერთვება
- +

12 ნოემბერი. 2020. 14:28

 

 

ანკარაში კვლავ აცხადებენ, რომ თურქეთის სამხედრო ძალები მონაწილეობას მიიღებენ მთიან ყარაბაღში სამშვიდობო მისიაში, იუწყება საინფორმაციო საგენტო Anadolu.

 

„თურქეთი მონაწილეობას მიიღებს ყარაბაღზე შეთანხმების დაცვისა და მონიტორინგის პროცესში. თურქი სამხედროები ერთობლივი სამშვიდობო მისიის შემადგენლობაში იმოქმედებენ“, — ციტირებს სააგენტო თურქეთის თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აკარს.

 

მანამდე რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ თურქი სამხედროები არ მიიღებენ უშუალო მონაწილეობას მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მისიაში, და რომ ანკარის როლი მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე მონიტორინგის რუსულ–თურქული ცენტრის ფარგლებში განისაზღვრება. 

 

 

აღნიშნულ თემაზე კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმაც, რომლის თქმითაც მოსკოვი და ანკარა ყარაბაღის საკითხზე მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსებული მონიტორინგის ცენტრის მეშვეობით ითანამშრომლებენ,

 

„ერთობლივი სამშვიდობო ძალების თაობაზე კი საუბარი არ ყოფილა“.

 

9 ნოემბერს აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის ლიდერებმა — ილჰამ ალიევმა, ნიკოლ ფაშინიანმა და ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერეს განცხადებას მთიან ყარაბაღში 10 ნოემბრიდან ცეცხლისა და საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ. განცხადების თანახმად, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოები განთავსდებიან, აზერბაიჯანი და სომხეთი დაკავებულ პოზიციებზე დარჩებიან და ამასთან დაიწყება ტყვეთა გაცვლა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი მთიან ყარაბაღში 1 960 სამხედრო მოსამსახურეს, 90 ჯავშანტრანსპორტიორს, 380 ერთეულ სხვა სპეციალურ ტექნიკას განათავსებს.

 

ბაქოში შეთანხმება ერევნის კაპიტულაციად შეფასდა. პრეზიდენტმა ალიევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიღებული დოკუმენტი აზერბაიჯანისთვის მაქსიმალურად ხელსაყრელია. ხოლო სომხეთში, სადაც შეთანხმება ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნიეს, საპროტესტო აქციები დაიწყო, რასაც ერევანში არეულობა და დემონსტრანტების დაპატიმრებები მოჰყვა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner