logo_geo
eng_logo
სულხან მოლაშვილი: არა მარტო ბაქრაძის ხარჯებია გადასახედი…
- +

1 ივლისი. 2016. 13:54



საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი დავით ბაქრაძის ანგარიშებიდან სკანდალური დოკუმენტების გავრცელების ფაქტზე საუბრობს და აცხადებს, რომ არა მარტო ბაქრაძის, არამედ სხვა ხარჯებიც გადასახედია. აღნიშნულზე მოლაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში ისაუბრა.


„ეს არის ძალიან მცირედი ნაწილი იმ თანხებისა, რასაც მიხეილ სააკაშვილი თავისი პარტიის წევრებს პირადი სიამოვნების მიზნით ახარჯვინებდა. სხვა ხარჯებიც გადასახედია, კერძოდ ცოლების, ცოლისდების, სიდედრების და ა.შ. არ მახსენდება მსგავსი ფაქტები სხვა ხელისუფლების დროს, რომ მინისტრებს საკუთარი ცოლების ოპერაციებისა და გართობისთვის ამდენი თანხა დაეხარჯათ.

 

ეს თანხა არის ძალიან მცირე ნაწილი იმ დიდი თანხისა რაც აკუმულირებულია კეზერაშვილის, ასე ვთქვათ, სალაროში. აღნიშნული სალაროდან თანხები ძალიან მიზანმიმართულად იხარჯება  გიგი უგულავას მხარდასაჭერი აქციების გასამართად და სხვადასხვა მსგავსი ტიპის დანიშნულებისთვის.

 

ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ „ნაციონალური მოძრაობის" აღმოცენების საფრთხე იყოს გაუნებელყოფილი საქართველოში", - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner