logo_geo
eng_logo
მევლუთ ჩავუშოღლუ: ნახიჩევანის დერეფნით არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნები, არამედ ჩინეთიც მიიღებს სარგებელს
- +

12 ნოემბერი. 2020. 16:22

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ ნახიჩევანის დერეფნით არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნები, არამედ ჩინეთიც მიიღებს სარგებელს.

 

„ჩინეთს ისტორიული აბრეშუმის გზა და სხვა პროექტები აქვს. თუმცა, სატრანსპორტო კორიდორები, რომლებიც კონფლიქტის მოგვარების შედეგად გაიხსნება, პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებს მოუტანს სარგებელს“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

მევლუთ ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ სატრანსპორტო კორიდორების გახსნით ყველა მიიღებს სარგებელს.

 

„ჩინეთამდე რეგიონის ქვეყნები ისარგებლებენ ამ სატრანსპორტო დერეფნებით. აზერბაიჯანი, თურქეთი და რეგიონის სხვა ქვეყნები პირველ რიგში ისარგებლებენ ნახიჩევანის დერეფნით“, - დასძინა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner