logo_geo
eng_logo
ერევანში აცხადებენ, რომ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი არასაფრენ ზონად გამოცხადდა
- +

12 ნოემბერი. 2020. 16:49

 

 

ერევანში განაცხადეს, რომ სომხეთი და მთიანი ყარაბაღი არასაფრენ ზონად გამოცხადდა. ამის შესახებ განცხადება სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეფანიანმა გააკეთა.

 

მისი თქმით, სომხეთის და მთიანი ყარაბაღის საჰაერო სივრცის არასაფრენ ზონად გამოცხადებას სომხეთის შეიარაღებული ძალების ანტისაჰაერო სისტემები და რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალები ერთობლივად უზრუნველყოფენ.

 

სტეფანიანის განცხადებით, გამონაკლისს წარმოადგენს სამხედრო ავიაცია და სამოქალაქო თვითმფრინავები, რომელთა გადაადგილებაც ერევანთან წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული.

 

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ერევნის საჰაერო სივრცეში თურქული უპილოტო საფრენი აპარატი გამოჩნდა, რაც სომხეთის თავდაცვის სამინისტროში უარყვეს.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner