logo_geo
eng_logo
ფოლად ბულბულოღლი: აზერბაიჯანი მზადაა, მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხური ეროვნების მოქალაქეებს კულტურული ავტონომია მისცეს
- +

12 ნოემბერი. 2020. 18:07

 

აზერბაიჯანი მზადაა, მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომხური ეროვნების მოქალაქეებს კულტურული ავტონომია მისცეს, – ამის შესახებ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩმა, ფოლად ბულბულოღლიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„დღეს მთიანი ყარაბაღის სტატუსი არ არსებობს. საუკეთესო შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს კულტურული ავტონომია იქ მცხოვრები სომხური ეროვნების მოსახლეობისთვის“ – აღნიშნა აზერბაიჯანელმა დიპლომატმა.

 

ფოლად ბულბულოღლის განცხადებით, ყველა აზერბაიჯანელი, რომელიც იძულებული იყო, მთიან ყარაბაღში საცხოვრებელი დაეტოვებინა, სახლში დაბრუნდება. აზერბაიჯანის ელჩი ამბობს, რომ წინაპრების ტერიტორიიდან თითქმის მილიონი აზერბაიჯანელი გააძევეს, რომელთა დასაბრუნებლად საჭირო ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner