logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: საქართველო დღეს ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს
- +

12 ნოემბერი. 2020. 18:14

 

დაავადებათა კონროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო დღეს ნახევარ მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებს.

 

„მოგეხსენებათ, დღეს კლინიკებს ცხელებით ბევრი მიმართავს. პოლიკლინიკებს აქვს სწრაფი ტესტები, რათა მოხდეს დიფერენცირება არის „კოვიდი“ თუ სხვა რესპრციული ინფექცია. რეზერვში გვაქვს 400 000-მდე „პისიარ“ ტესტი და 45 000-მდე სწრაფი ტესტი. დღეს ღამის 22:00 საათზე ქვეყანაში უნდა შემოვიდეს ნახევარი მილიონი სწრაფი ტესტი. მოგეხსენებათ, ეს მიმართულება – სწრაფ დიაგნოსტიკაზე გადასვლა, მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner