logo_geo
eng_logo
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა
- +

13 ნოემბერი. 2020. 00:36

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ არწრუნ ჰოვანისიანი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

ჰოვანისიანი აღნიშნავს, რომ მუშაობას სამეცნიერო სფეროში გააგრძელებს.

 

„ამ ომის დროს ინფორმაციულ სივრცეში ვმოქმედებდი. როგორ გავართვი თავი ომს, ამას დრო და პროფესიონალები შეაფასებენ. შეცდომები ყველას მოსდის. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიმარჯვებდი, რადგან ვნახე, როგორ იბრძოდნენ ჩემი მეგობრები. 9 ნოემბერს შევწყვიტე ამ თანამდებობაზე საქმიანობა“, – წერს ჰოვანესიანი „ფეისბუქზე“.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner