logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: არანაირი ტრაგედია არ იქნება, თუ ეს ხალხი არ შევა პარლამენტში
- +

13 ნოემბერი. 2020. 01:17

 

 

„დღევანდელ შეხვედრას ვაკვიდრებოდი და შუა შეხვედრის დროს ცნობილი სახალხო კლოუნი შალვა ნათელაშვილი გამოვიდა და ასეთი რაღაც თქვა, რომ თუ „ქართული ოცნება“ ჭკუით არ იქნებაო, მათი თქმით რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დაინიშნოს, იმ არჩევნებში მონაწილეობას არ მივაღებინებთო. მეორე პოლიტიკური გვამი, ნინო ბურჯანაძე, რომელსაც 0 უწერია, 4-5%-ს ითხოვს. ამ ხალხთან რაზე შეიძლება ლაპარაკი?“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, ტრაგედია არ იქნება, თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ.

 

„რა უნდა მოხდეს, რომ ეს ხალხი კმაყოფილი იყოს? ამიტომ არანაირი ტრაგედია არ იქნება, თუ ეს ხალხი არ შევა პარლამენტში. ისინი თავად არ სცემენ პატივს თავისივე ამომრჩეველს. დემოკრატიულ პროცესში მივესალმებით, რომ ისინი შევიდნენ პარლამენტში, მაგრამ თუ არ შევლენ, ეს არ არის ტრაგედია. ყველას ცალსახად უნდა ეთქვა, რომ არავითარი ვადამდელი არჩევნები ამ ქვეყანაში არ დაინიშნება, არის ხარვეზები, რომლებიც უნდა გამოსწორდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner