logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: „ნაცმოძრაობამ“ და მასთან აფილირებულებმა პარტიებმა ფაქტობრივად ომი გამოუცხადეს საკუთარ სახელმწიფოს
- +

13 ნოემბერი. 2020. 01:51

 

„ნაციონალური მოძრაობამ“ და მასთან აფილირებულებმა პარტიებმა ფაქტობრივად ომი გამოუცხადეს და შევიდნენ ბრძოლაში საკუთარ სახელმწიფოსთან და არა „ქართულ ოცნებასთან“. მათი სტრატეგიული მიზანი გასაგებია და ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა და როგორც მათი ბელადი აცხადებს, ნებისმიერ ფასად. ის არაფერზე დაიხევს უკან და ამისთვის რა თქმა უნდა, ძალადობრივი გზა აქვს არჩეული“ , - ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მათ ამ ომში გასამარჯვებლად ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი დაავიწყდა.

 

„ეს არის საკუთარი მოსახლეობის მხარდაჭერა, რომელიც ნელ-ნელა უფრო და უფრო მცირდება, მათ შორის მათ ამომრჩევლებში და მეორე არის საერთაშორისო მხარდაჭერა. ნებისმიერი ომისა და ბრძოლის დროს ეს ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენ ვიცით, რომ დამკვირვებლებმა და საერთაშორისო მისიებმა ლეგიტიმურად ცნეს არჩევნები, მიუხედავად გარკვეული დარღვევებისა, რასაც არავინ უარყოფს და პირიქით ჩვენ ვხედავთ მზადყოფნას ხელისუფლების მხრიდან, რომ ნებისმიერი ასეთი გამოვლინება, ოღონდ მტკიცებულებების ხარჯზე უნდა შემოწმდეს და გარკვეული ღონისძიებები გატარდეს ამ მიმართულებით“ - განაცხადა ლევან ნიკოლეიშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner