რომის პაპმა ფრანცისკემ ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ინფორმაციას ჯო ბაიდენის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ჯო ბაიდენსა და რომის პაპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
„არჩეულმა პრეზიდენტმა რომის პაპს მადლობა გადაუხადა და მისი მნიშვნელოვანი როლი აღნიშნა მშვიდობისა და ჰუმანიზმის მხარდაჭერაში“, - ნათქვამია განცხადებაში.