logo_geo 07:00
ორშაბათი. 17 მარტი. 2025
eng_logo
ვლადიმირ ზელენსკი უკრაინელებს ახალ ამბებს ვიდეომიმართვებში თავად გააცნობს
- +

13 ნოემბერი. 2020. 10:32

 

 

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელებს ახალ ამბებს  ვიდეომიმართვებში ​თავად გააცნობს.

 

ამის შესახებ ზელენსკიმ „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

 

„კარგი ამბები გავლენიანი ბიზნესმენების, თუ პოლიტიკოსების ტელეარხებზე ან არ არის, ან პოზიტივი იქცევა ნეგატივად. თეთრს ხშირად შავად ასაღებენ. მე ჩემი წინამორბედებისგან განსხვავებით, არ მაქვს ტელეარხები, ან სხვა მედიასაშუალებები. ამიტომ გადავწყვიტე, მე თავად გაგაცნობთ ახალ ამბებს, შუამავლების გარეშე, მანიპულაციების გარეშე და რაც მთავრია, ტყუილის გარეშე“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, ვლადიმირ ზელენსკი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ზელენსკი თავს კარგად გრძნობს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up