განათლების მინისტის მრჩეველი ოთარ აბესაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
„რა უცნაურია ცხოვრება.
„ქართული ოცნების" თაოსნობით დღეიდან ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ამოქმედდა, ვიზიტია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი გვირგვინდება.
პარალელურად კი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გიგი წერეთელის კანდიდატურას რუსეთის ფედერაცია უჭერს მხარს.
აბა, „ქართული ოცნება" პრორუსული ძალააო? ფრთხილად იყავით დიდგორზე, ბიჭებო", - წერს ოთარ აბესაძე.