logo_geo
eng_logo
პენსილვანიის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა, შტატში ბიულეტენების ნაწილს აღარ დაითვლიან
- +

13 ნოემბერი. 2020. 12:24

 

 

„პენსილვანიის სასამართლომ დონალდ ტრამპის სარჩელი დააკმაყოფილა და ფოსტით გაგზავნილი იმ საარჩევნო ბიულეტენების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საშუალებით დამოწმება ამომრჩევლებმა ვერ შეძლეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, დამოწმებისთვის ვადა 9 ნოემბრამდე იყო განსაზღვრული.

 

მანამდე, პენსილვანიის სახელმწიფო მდივანმა, კეთი ბუკვარმა ფოსტით გაგზავნილი ბიულეტენების დასამოწმებლად ვადა 12 ნოემბრამდე გაახანგრძლივა, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ მას ასეთი გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ ჰქონდა.

 

დაახლოებით რამდენი ბიულეტენის გაუქმებაზე შეიძლება იყო საუბარი, ჯერ უცნობია.

 

პენსილვანიაში ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 40 000 ხმით უსწრებს. აღნიშნულ შტატში გამარჯვება საარჩევნო კოლეგიაში 20 ხმის მოპოვებას ნიშნავს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner