საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაბრუნებულ პიჯაკებზე „რეპორტიორის" პრესკლუბში საუბრობს. მოლაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პატარა ადამიანია.
„სააკაშვილის მსგავსი კორუმპირებული პიროვნება საქართველოს არ ახსოვს. იმ ყველაფერთან რასაც ექს-პრეზიდენტი სჩადიოდა, არანაირ თანხვედრაში არაა ის პიჯაკები, რომელიც ასე მდაბიურად გამოაგზავნა სააკაშვილმა. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ პატარა ადამიანია.
როგორ დააბრუნებს სააკაშვილი გიული ალასანიას მიერ პრივატიზებულ „გეპეის" ქონებას?! როგორ დააბრუნებს გიგა ბოკერიას მამის მოგებულ ტენდერებს. უეცრად 80 წლის ასაკში სააკაშვილის ბებიას რომ ბიზნესის ნიჭი აღმოაჩნდა, იქიდან მიღებულ დივიდენდებს რა ფორმით დაგვიბრუნებენ?" - განაცხადა სულხან მოლაშვილმა.