logo_geo
eng_logo
ჟვანიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს
- +

13 ნოემბერი. 2020. 14:53

 

 

მთაწმინდაზე, ჟვანიას ქ. N12-ში, საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება მიმდინარეობს. შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში გამაგრდება.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტით გათვალისწინებულია შენობის კონსტრუქციული ელემენტების - საძირკველისა და მზიდი კედლების არმირება და ბეტონირება, ასევე, ფანჯრების ღიობების მოჩარჩოება.

 

 

აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში 11 ოჯახი ცხოვრობს. შენობის გამაგრების შემდეგ, მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება.

 

სამუშაოების განხორციელებისთვის მთაწმინდის გამგეობის ბიუჯეტიდან 543 998 ლარი დაიხარჯება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner