logo_geo
eng_logo
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი „მთავარ არხს“ პროვოკაციაში ადანაშაულებს
- +

13 ნოემბერი. 2020. 17:54

 

 

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი პროვოკაციას უწოდებს „მთავარ არხზე“ გასულ ინფორმაციას, თითქოს, მცხეთაში მცხოვრები მარტოხელა კაცი სასწრაფოსგან დახმარებას უშედეგოდ ითხოვდა.

 

მანანა ნარიმანიძის თქმით, ზაურ ყაყაჩოველთან, რომელსაც რამდენიმე დღეა დაბალი სიცხე აქვს, პირადი ექიმი ყოველდღიურ კონტაქტზეა. ნარიმანიძის ინფორმაციით, ყაყაჩოველის მეზობელმა „მთავარ არხს“ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა და თავად ყაყაჩოველს 112-ზე არ დაურეკავს.

 

„ერთ-ერთი ტელეარხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. პაციენტი ზაურ ყაყაჩოველი მეოთხე დღეა, იმყოფება სახლში, პირადი ექიმის დაკვირვების ქვეშ. ის აცხადებს, რომ გარეთ მუშაობდა, შესცივდა და ამის გამო ჰქონდა დაბალი ტემპერატურა. მას ყოველდღე უკავშირდება პირადი ექიმი. ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით სურთ მოსახლეობაში პანიკა და შიში დათესონ“, - აცხადებს ნარიმანიძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner