logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძე მრავალძლის ტაძრამდე მისასვლელ გზაზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
- +

13 ნოემბერი. 2020. 22:55

 

 

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის მუნიციპალიტეტში, მრავალძლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელ  გზაზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

 

დეპუტატის განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბარი-მრავალძლის გზის ასფალტირების სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულება  2240001 ლარია,  რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება.

 

„აღნიშნული პროექტის განხორციელება უახლოეს მომავალში სრულად დამთავრდება და საშუალებას მოგვცემს, ვისარგებლოთ კომფორტული და უსაფრთხო გზით, რაჭის  უნიკალური ხუროთმოძღვრების ძეგლთან მისასვლელად“, - აცხადებს ენუქიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner