„Microsoft“: რუსმა ჰაკერებმა კორონავირუსის ვაქცინაზე მომუშავე ორგანიზაციებზე კიბერშეტევები განახორციელეს
-
+
13 ნოემბერი. 2020. 22:58
კომპანია „Microsoft“-ის მტკიცებით, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის დავალებით მოქმედმა ჰაკერებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მომუშავე 7 ორგანიზაციაზე კიბერშეტევები განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
„Microsoft“-ის ინფორმაციით, ფარმაცევტული კომპანიების ქსელებს გატეხვას დაჯგუფება „Fancy Bear“ ცდილობდა, რომელიც, სავარაუდოდ რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოზე (გრუ) მუშაობს. Fancy Bear-თან ერთად კიბერშეტევებში კი ჩრდილოკორეელი ჰაკერების დაჯგუფებები - „Zinc“ და „Cerium“ მონაწილეობდნენ.
კანადურ, ფრანგულ, ინდურ, სამხრეთკორეულ და ამერიკულ კომპანიებზე განხორციელებული კიბერშეტევების უმეტესობა წარუმატებელი იყო, თუმცა ჰაკერების ზოგიერთმა მცდელობამ შედეგი მაინც გამოიღო. კომპანიების დასახელებისა და კიბერშეტევების შესახებ დამატებითი ინფორმაციის გავრცელებისგან „Microsoft“ თავს იკავებს.
წყარო :