logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკურ მხარეების მოლაპარაკების საგანი ვერ გახდება ცესკო-ს თავმჯდომარის გადაყენება
- +

14 ნოემბერი. 2020. 00:01

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენება პოლიტიკურ მხარეებს მოლაპარაკების საგანი ვერ გახდება. „ღამის კურიერის“ ეთერში, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ კარგად იცის, როგორ მოხდა თავის დროზე  ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა და როგორ ხდება თანამდებობაზე მისი დანიშვნა.

 

„პირდაპირ გეტყვით, რომ პოლიტიკურ მხარეების მოლაპარაკების საგანი საქართველოს კონსტიტუციით და დემოკრატიული პრინციპების თანახმად, ვერ გახდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენება. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს საკითხი ამ პოლიტიკურ ფორმატში ვერც იქნება შეთანხმებული და ვერც იქნება განხილული. ამიტომ, რა თქმა უნდა, ოპოზიციამ კარგად იცის, თუ როგორ ხდება და როგორ მოხდა თავის დროზე ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა, ასევე, ისიც კარგად იცის, თუ რა წესები არსებობს საქართველოს კანონმდებლობაში, როგორც ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დანიშვნა, შესაბამისად, ჩვენ, როგორც პოლიტიკური პარტია მოკლებული ვართ შესაძლებლობას, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე პასუხი ან შეთანხმება მივცეთ ოპოზიციას. ჩვენ ვისაუბრეთ უფრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე, ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ვიცავ იმ პირობას, რომელიც დავდეთ ამ მოლაპარაკებების წინ, ვინაიდან, მგონია, რომ საზოგადოებას, ჩვენს მხარდამჭერებს თუ სხვა პარტიების მხარდამჭერებს ნამდვილად არ სურთ, რომ ჰყავდეთ ისეთი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც არღვევს თავის პირობას და ტეხს თავის სიტყვას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner