-
+
14 ნოემბერი. 2020. 00:32
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კეილი მაკინენიმ განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში თაღლითობასა და დარღვევებს ჰქონდა ადგილი.
„პრეზიდენტს სჯერა, რომ გაიმარჯვებს და მეორე საპრეზიდენტო ვადა ექნება. სასამართლოში საჩივრების შეტანა პირველი ნაბიჯია, ბევრი სხვა ნაბიჯიც იქნება“, - განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
კითხვას, დაესწრება თუ არა დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენის ინაუგურაციას, კეილი მაკინენიმ უპასუხა: „ვფიქრობ, პრეზიდენტი თავის ინაუგურაციას დაესწრება“.
მისივე თქმით, ყველა კანონიერი ხმის დათვლის შემდეგ, არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპი იქნება.
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებების პროგნოზით, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი გახდა. აღნიშნული პროგნოზით CNN, NBC, Fox News და Associated Press გამოდიან.
9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.