logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მიდგომა, რომ ვინმემ უკან უნდა დაიხიოს, ან ვინმე გამარჯვებული იყოს, დიალოგის მიმართ სწორი არ არის
- +

14 ნოემბერი. 2020. 01:11

 

 

„დიალოგზე წინ წასვლაზე და უკან დახევაზე არ არის საუბარი. საუბარია იმაზე, რომ დაიწყოს დიალოგი. დიალოგი არის იმისთვის, რომ მხარეებმა ერთმანეთს მოუსმინონ და გამოსავალი ერთად გამოძებნონ. ასე რომ, ასეთი მიდგომა, რომ ვინმემ უკან უნდა დაიხიოს, ან ვინმე გამარჯვებული და წაგებული იყოს, ზოგადად, დიალოგის მიმართ სწორი მიდგომა არ არის. ჩვენი მიდგომაა, მხარეებთან ვისაუბროთ და გამოსავალი ერთობლივად მოვნახოთ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას - დაიხია თუ არა ხელისუფლებამ უკან, როგორც ამას ოპოზიციის ლიდერები ამბობენ.

 

პაპუაშვილმა ოპონენტებს მოუწოდა, ტოტალურ გაყალბებაზე არ ისაუბრონ, რადგან 3 748 ოქმზე ოპოზიციის 11 500 წარმომადგენელს აქვს ხელი მოწერილი და განსხვავებული აზრი მხოლოდ ოთხ შემთხვევაშია დაფიქსირებული, საიდანაც ერთი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განსხვავებული აზრია.

 

„ამიტომ, ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, როდესაც ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ, მაშინ, პირველ რიგში, დაასახელონ საკუთარი პარტიების წარმომადგენლები და გვითხრან მიზეზები, საკუთარი პარტიების წარმომადგენლები რატომ აწერდნენ ხელს ამ გაყალბებულ ოქმებს?! დღემდე საუბრობენ დაშინებაზე, მაგრამ ამ 11 500 ადამიანიდან, დღემდე არც ერთს არ უთქვამს, რომ მან ხელი ან დაშინებით მოაწერა, ან მოტყუებით, ან სხვა რამის გამო. აქ თავშივეა სიყალბე და მოვუწოდებ, ამას თვალი გაუსწორონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner