logo_geo
eng_logo
სტამბოლის გოგჩენის აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეები გამოფრენას მეორე დღეა ვერ ახერხებენ
- +

1 ივლისი. 2016. 14:53



„სტამბოლის გოგჩენის აეროპორტიდან საქართველოს მოქალაქეები გამოფრენას მეორე დღეა ვერ ახერხებენ", - ამის შესახებ „რეპორტიორს" გოგჩენის აეროპორტში მყოფი ერთ-ერთი ქართველის ახლობელმა ნანა ყაველაშვილმა განუცხადა.


როგორც ყაველაშვილი აცხადებს, „პეგასუსის" 462 რეისით საქართველოს მოქალაქეებმა აეროპორტში არსებული საეჭვო ნივთის გამო ვერ შეძლეს მგზავრობა.

 

„წუხელ სამ საათზე სტამბოლი-თბილისის რეისით უნდა მომხდარიყო ფრენა, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიდო. როგორც საქართველოს მოქალაქეებს განუმარტეს, ფრენა აეროპორტში არსებული საეჭვო ნივთის გამო გადაიდო. არსებობდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული საეჭვო ნივთი გახლდათ ბომბი.

 

ამის შესახებ თბილისის აეროპორტი ინფორმაციას არ ავრცელებს. იქ არიან ქალები და ბავშვები. მათ თურქები ეუბნებიან, რომ დღეს შუაღამეს გამოფრინდება მხოლოდ 20 ადამიანი. არც საკონსულოს წარმომადგენლები არიან ადგილზე. ხალხი არის პანიკაში. როდესაც თვითმფრინავიდან გადმოიყვანეს, ხალხმა დამწვრის სუნი იგრძნო. 100-ზე მეტი ადამიანია იქ", - განაცხადა ნანა ყაველაშვილმა.

 

„რეპორტიორი" ამ დრომდე ცდილობს, დაუკავშირდეს სტამბოლში საქართველოს საკონსულოსა და თბილისის აეროპორტს. დაკავშირების შემთხვევაში, მოგაწვდით დამატებით დეტალებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner