logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: მაიკ პომპეოს ვიზიტი არის გზავნილი, რომ საქართველო მოიაზრება სამხრეთ კავკასიაში როგორც აშშ-ის ყველაზე სანდო მოკავშირე
- +

14 ნოემბერი. 2020. 02:28

 

 

„არჩევნები არ დამთავრებულა, წინ მეორე ტურებია და როგორც წესი, მაიკ პომპეოს ვიზიტის მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები საარჩევნო პერიოდში არ ხორციელდება, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს აღქმული როგორც ირიბი ჩარევა არჩევნებში. როგორც წესი, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს, მაგრამ, იმავდროულად არსებული ხელისუფლების მხარდაჭერასაც შეიძლება ნიშნავდეს“, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, „ქართული ოცნების“ პარტიული სიის წევრმა, ნიკოლოზ სამხარაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„სამხრეთ კავკასიაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება. მთიან ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების განლაგება, რისკენაც რუსეთი ბოლო 26 წლის განმავლობაში ისწრაფვოდა, დღეს უკვე რეალობაა. თუ შევხედავთ ქვეყნებს, რომლებსაც პომპეო ტურნეს ფარგლებში ეწვევა - საფრანგეთი, თურქეთი, ისრაელი, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები - ეს არის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები და ყველაზე ძლიერი მოკავშირეები. ამ ქვეყნების რიცხვში საქართველოს აღმოჩენა არის ძლიერი მხარდაჭერის დამადასტურებელი კიდევ ერთი სიგნალი. ეს არის გზავნილი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო მოიაზრება როგორც სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ყველაზე სანდო მოკავშირე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ვიზიტი ემთხვევა საარჩევნო პერიოდს. არჩევნები არ დამთავრებულა, წინ მეორე ტურებია და როგორც წესი, ასეთი მაღალი დონის ვიზიტები საარჩევნო პერიოდში არ ხორციელდება, ვინაიდან ეს შეიძლება იყოს აღქმული როგორც ირიბი ჩარევა არჩევნებში. როგორც წესი, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი ქვეყნის მხარდაჭერას ნიშნავს, მაგრამ, იმავდროულად არსებული ხელისუფლების მხარდაჭერასაც შეიძლება ნიშნავდეს. შესაბამისად, პომპეოს ვიზიტს აქვს სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი: ყარაბაღში შექმნილი ვითარება, ტურნეს კონტექსტი, ანუ ქვეყნების ჩამონათვალი და არჩევნები საქართველოში“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner