logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: როდესაც ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ, მაშინ საკუთარი პარტიების წარმომადგენლები რატომ აწერდნენ ხელს ამ ოქმებს?!
- +

14 ნოემბერი. 2020. 02:57

 

 

„ქართული ოცნების“ წევრი, შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს მოუწოდებს , ტოტალურ გაყალბებაზე არ ისაუბრონ, რადგან 3 748 ოქმზე ოპოზიციის 11 500 წარმომადგენელს აქვს ხელი მოწერილი და განსხვავებული აზრი მხოლოდ ოთხ შემთხვევაშია დაფიქსირებული, საიდანაც ერთი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლის განსხვავებული აზრია. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

 

„ამიტომ, ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, როდესაც ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობენ, მაშინ, პირველ რიგში, დაასახელონ საკუთარი პარტიების წარმომადგენლები და გვითხრან მიზეზები, საკუთარი პარტიების წარმომადგენლები რატომ აწერდნენ ხელს ამ გაყალბებულ ოქმებს?! დღემდე საუბრობენ დაშინებაზე, მაგრამ ამ 11 500 ადამიანიდან, დღემდე არც ერთს არ უთქვამს, რომ მან ხელი ან დაშინებით მოაწერა, ან მოტყუებით, ან სხვა რამის გამო. აქ თავშივეა სიყალბე და მოვუწოდებ, ამას თვალი გაუსწორონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner