logo_geo
eng_logo
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა
- +

1 ივლისი. 2016. 14:54


 

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა", - ამის შესახებ „დელტა" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ.

 

30 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოდან  აღმოსავლეთ მიმართულებით მასშტაბური ფრონტალური ღრუბლის მასები შემოვიდა. 19:20  საათისთვის ნალექის მასა კახეთის რეგიონში შევიდა და თითქმის მთელი ტერიტორია მოიცვაII, III და IV კატეგორიის ღრუბლები ეტაპობრივად გავრცელდა საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში. ამას თან დაერთო საგარეჯოს რაიონში შიდამასიური ღრუბლის ჩამოყალიბებაც.


სეტყვის მოსვლის ალბათობამ 70-80 % მიაღწია.


„დელტას"  სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 30 ივნისის 19:28 საათიდან  1 ივლისის  00:02 საათამდე სეტყვასაშიში ღრუბლების მასშტაბური დამუშავება განხორციელდა.

 

რამდენიმე ათეული სარაკეტო დანადგარიდან გასროლილი იქნა 100 ერთეულამდე ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა.

 

დამუშავების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით  ჩამოიცალა", - წერია განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner