logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: თუ ღირსეულად ვიმოქმედებთ, უფრო საინტერესო იქნება არჩევნებიც
- +

1 ივლისი. 2016. 14:59



„თუ ღირსეულად და წესების დაცვით ვიმოქმედებთ, უფრო საინტერესო და ჯანსაღი იქნება კონკურენციაც და არჩევნებიც", - წერს „პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.



ყოველი არჩევნების წინ, ამა თუ იმ ოლქში, მაჟორიტარებთან მიმართებაში ტრადიციულად მიდის მსჯელობა, - რომელ კანდიდატს აქვს უპირატესობა, რომელს- ნაკლები შანსი აქვს და რომელს არაფერი აქვს საერთოდ. ოპოზიცია ზოგჯერ თანხმდებ,- არ დაუსვას" შედარებით ძლიერი კანდიდატი უფრო ძლიერს. ხელისუფლებას ხმები სჭირდება და, როგორც წესი, უკან არ იხევს. თავისებურად ყველა მართალია. ყოველ კონკრეტულ პარტიას და კანდიდატს მიაჩნია, რომ მისი პოზიციაა ძლიერი და მას უნდა დაუჭირონ მხარი. სუსტი მაჟორიტარი ნიშნავს, რომ პარტიას ხმები დააკლდება. მე, მაგალითად, სულ სხვაგვარად ვფიქრობ. ვიდრე საერთოდ შეიცვლება საარჩევნო სისტემა, არავითარი საუბარი არაა საჭირო კანდიდატების მოხსნა- შეთანხმების თემაზე. ყველამ თავისუფლად უნდა დააყენოს მისი კანდიდატურა და იომოს. საგარეჯო ავიღოთ. მონოპოლია ხომ არა მაქვს აღებული საგარეჯოზე? რატომ უნდა დააბრკოლოს ჩემმა ფაქტორმა სხვა პარტიის ან რომელიმე დამოუკიდებელი კანდიდატი?! თუ ღირსეულად და წესების დაცვით ვიმოქმედებთ, უფრო საინტერესო და ჯანსაღი იქნება კონკურენციაც და არჩევნებიც", - წერს ინაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner