-
+
14 ნოემბერი. 2020. 11:45
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საფრანგეთში ჩავიდა. ამის შესახებ პომპეომ „ტვიტერში“ დაწერა.
„შესანიშნავია საფრანგეთში, ამერიკის უძველეს მოკავშირესა და მეგობარ ქვეყანაში ჩამოსვლა. ჩვენი პარტნიორობა საერთო ღირებულებებზეა დაფუძნებული, როგორიცაა დემოკრატია, თავისუფლება და კანონის უზენაესობა“, – წერს მაიკ პომპეო, რომელსაც დღეს პარიზში შეხვედრები აქვს დაგეგმილი.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ორდღიანი ვიზიტით საქართველოში 17 ნოემბერს ჩამოდის.