„ისედაც ნათელი იყო, რომ მიშაც, გრიშაც და სრულიად „ნაციონალური მოძრაობა" ზედმიწევნით ასრულებდა კრემლის დავალებას!" - ამით პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრი ლალი მოროშკინა გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსეთის დელეგაცია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.
„ეს ისედაც ნათელი იყო, რომ მიშაც, გრიშაც და სრულიად „ნაციონალური მოძრაობა" ზედმიწევნით ასრულებდა კრემლის დავალებას! ახლა კიდევ სამცხე-ჯავახეთი დარჩა გადასაცემი, რომ რკინიგზა გაჭრან და ეგაა! სულ პატარა პროვოკაციაც საკმარისია..." - წერს ლალი მოროშკინა.