logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპი: მკაცრი კარანტინი არ გამოცხადდება, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკისა და ხალხის მენტალური ჯანმრთელობისთვის სახიფათოა
- +

14 ნოემბერი. 2020. 14:28

 

 

ეს ადმინისტრაცია მკაცრ კარანტინს არ დააწესებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

 

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ მისი ადმინისტრაცია ძალიან ფხიზლად და ყურადღებით იქნება, თუმცა მკაცრი კარანტინი არ გამოცხადდება, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკისთვის და ხალხის მენტალური ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

 

„რთული დაავადებაა, მაგრამ მას კარგად ვიცნობთ. ვთხოვთ ყველა ამერიკელს, იყოს ფრთხილად და ყურადღებით, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ამინდი უარესდება და გაცილებით რთული ხდება, გარეთ შეკრება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ამერიკის შეერთებულ შტატებში „კოვიდ-19“-ის 10 744 869 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 244 357 ადამიანი.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner