logo_geo
eng_logo
თენგიზ კიტოვანი: არავის აქვს უფლება, ერს თავდაცვისუნარიანობა შეუწყვიტოს!
- +

1 ივლისი. 2016. 15:05



თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თენგიზ კიტოვანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სავალდებულო სამხედრო გაწვევასთან დაკავშირებით ისაუბრა. კიტოვანის განცხადებით, სამხედრო სამსახური უნდა იყოს სავალდებულო.


„ჯარში გაწვევა აუცილებლად უნდა იყოს. არავის აქვს უფლება, ერს  თავდაცვისუნარიანობა შეუწყვიტოს. როგორ შეიძლება, ამერიკის დონეზე დადგეს საქართველოს ჯარი და ჯარისკაცს იმდენი ფული გადაუხადო, რომ იყოს კმაყოფილი?!"- განაცხადა კიტოვანმა.

 

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას 2017 წლიდან აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას რამდენიმე დღის წინ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner