პოლონეთში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში პოლონეთში „კოვიდ-19“-ით 548 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ით 10 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების 25 571 შემთხვევა დაფიქსირდა. პოლონეთში ინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელი 660 000-ს სცდება.