ავტორი თეა ფირცხალავა
ვინაიდან დღეს ჩვენი მურმან ლებანიძის დაბადების დღეა, შეგახსენებთ მის ლექსს - "სარეველა", რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია დღეს და (მომიტევოს დიდმა პოეტმა და) წამსვე მოგაგონებს ქვეყნიდან გაქცეულ არაკაცს, რომელიც ბოროტების და სიძულვილის სიმბოლოა:
***
"ელეგანტურად, ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,
ირგვლივ სინათლეს, სიხალისეს, სიხარულს ნერგავს,
შეხე მკაცრს, ძვირფას შეხამებას წითლის და შავის,
ცოდვა არ არის, სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!
კაცს – კი, ბატონო! კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!
კაცს შენისთანას – ჯიშით, ჯურით ყიამყრალს შენგვარს!
ჩამოთესლებულს ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,
წისქვილი ვისიც ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!
შენი სახელის ხსენებაზე ყორანი ჩხავის, -
რიყეში ვარ და გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას...
შეხე, რაგვარად, რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის -
ცოდვაა სწორედ - სარეველა ყაყაჩოს ერქვას!"