logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: ლებანიძის ლექსი - "სარეველა", დღეს განსაკუთრებით აქტუალურია და წამსვე მოგაგონებს ქვეყნიდან გაქცეულ არაკაცს
- +

14 ნოემბერი. 2020. 16:25

 

 

ვინაიდან დღეს ჩვენი მურმან ლებანიძის დაბადების დღეა, შეგახსენებთ მის ლექსს - "სარეველა", რომელიც განსაკუთრებით აქტუალურია დღეს და (მომიტევოს დიდმა პოეტმა და) წამსვე მოგაგონებს ქვეყნიდან გაქცეულ არაკაცს, რომელიც ბოროტების და სიძულვილის სიმბოლოა:

 

***

 

"ელეგანტურად, ხელმწიფურად ერთის ხნით ყვავის,

ირგვლივ სინათლეს, სიხალისეს, სიხარულს ნერგავს,

შეხე მკაცრს, ძვირფას შეხამებას წითლის და შავის,

ცოდვა არ არის, სარეველა ყაყაჩოს ერქვას?!

კაცს – კი, ბატონო! კაცს შეცდომით ხსენებულს კაცად!

კაცს შენისთანას – ჯიშით, ჯურით ყიამყრალს შენგვარს!

ჩამოთესლებულს ამ ჩვენს სახლში ანწლად და ღვარძლად,

წისქვილი ვისიც ბოროტების მარცვლეულს ღერღავს!

შენი სახელის ხსენებაზე ყორანი ჩხავის, -

რიყეში ვარ და გულმოსული დავწვდები ჭრელ ქვას...

 შეხე, რაგვარად, რა ღირსებით, რა ეშხით ყვავის -

ცოდვაა სწორედ - სარეველა ყაყაჩოს ერქვას!"

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner