logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ გაგუა: სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მიზანია, უფრო მეტი ეკონომიკური ზრდის კონტრიბუცია
- +

14 ნოემბერი. 2020. 16:56

 

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუამ გადაცემაში „ბიზნესი იმედზე“ სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის მნიშვნელობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ პოსტ-პანდემიური პერიოდისთვის, როდესაც ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ზრდა უნდა მოხდეს, სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა მნიშვნელოვანია.

 

სახელმწიფო საწარმოთა რეფორმა, ფინანსთა სამინისტროში, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მსოფლიო ბანკის და სავალუტო ფონდის ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა. რეფორმა ძირითადად სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვას მოიაზრებს. ბოლო წლებში საჯარო ფინანსების მართვაში სახელმწიფომ მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწია, რაც მსოფლიო ღია ბიუჯეტის ინდექსში საქართველოს მე-5 პოზიციით აღინიშნა.

 

საქართველო პირველია ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც სრულყოფილად განახორციელა საწარმოთა სექტორიზაცია.

 

სექტორიზაციის პროცესში ნათლად გამოჩნდა ყველა ის საწარმო, რომელიც არაკომერციულია და მუდმივად დამოკიდებულია სუბსიდიებსა და სხვა სახის შენატანებზე, ასევე გამოიყო საწარმოები, რომლებიც სრულად კომერციულები არიან ან გააჩნიათ პოტენციალი იქცნენ კომერციულ საწარმოებად.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით პირველ ეტაპზე ისეთ კომპანიებზე გაკეთდება აქცენტი და დაიწყება პილოტირება, სადაც შედეგების მასშტაბი დიდია.

 

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან 10-დან 15 საწარმოზეა საუბარია. ესენია ენერგეტიკული, სატრანსპორტო, სარკინიგზო კომპანიები და ის დარგები, სადაც ეკონომიკაზე დადებითი გავლენების რესურსი გაცილებით დიდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner