logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: ზუგდიდი საკუთარი სახლია, სადაც ნაცნობია ყველა პრობლემა
- +

14 ნოემბერი. 2020. 17:03

 

 

„ზუგდიდი ჩემთვის მხოლოდ გეოგრაფიული წერტილი და პოლიტიკური პლაცდარმი არ არის. არც ადგილია, სადაც ვცდილობ ჩემი პოლიტიკური ამბიციების რეალიზებას. ზუგდიდი საკუთარი სახლია, სადაც ნაცნობია ყველა პრობლემა და კარგად ვიცი რითი ცხოვრობს ეს ქალაქი. მაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რა გზით გავაძლიერო ქალაქი, როგორ მოვახდინოთ მისი კიდევ უფრო მეტი განახლება. ზუსტად ვიცი, როგორ უნდა შევძლოთ აქ უფრო მეტი ეკონომიკური დოვლათის შექმნა, ჩვენ შევძლებთ რომ ჩვენმა ქალაქმა დაიბრუნოს ის სილამაზე, რომელიც მას ადრე ჰქონდა“, - განაცხადა „ბიზნესი იმედზე“ რუბრიკაში „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდის პოლიტიკური მიზანია უკვე გაკეთებული პოლიტიკური განაცხადი 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე.

 

„ვთვლი, რომ არის უმნიშვნელოვანესი მიზანი და ამბიცია. ამის მიღწევას თან ახლავს არაერთი რეფორმა, ძალიან ბევრი გადაწყვეტილება და მუხლჩაუხრელი შრომა. „პარალელურად, არსებობს ლოკალური ამოცანებიც, რომელიც ჩვენ აქ გვაქვს ადგილზე, ზუგდიდში და ეს არის: კომფორტული მუნიციპალიტეტი, საცხოვრებელი სახლებით დევნილების უზრუნველყოფა, მეტი აქტივობა სოფლის მეურნეობაში, სახელმწიფო პროგრამების მეტი ხელმისაწვდომობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესაბამისი სტატუსი და რეაბილიტაცია და ა.შ“-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner