თურქული გამოცემა „Hurriyet Daily News"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში ათათურქის სახელობის აეროპორტზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი კიდევ 11 პირი დააკავეს.
ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" სავარაუდო წევრების დასაკავებლად სტამბოლის პოლიციის კონტრტერორისტულმა ქვედანაყოფმა სპეცოპერაცია დღეს ჩაატარა.
ბოლო მონაცემებით, სტამბოლში განხორციელებულ ტერაქტთან შესაძლო კავშირებისთვის ამ დროისთვის 24 ადამიანია დაკავებული, აქედან 13, მათ შორის 4 უცხოელი, გუშინ დააკავეს.
სააგენტო „როიტერის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამი თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც აეროპორტზე თავდასხმაში მონაწილეობდა, რუსეთის, უზბეკეთისა და ყირგიზეთის მოქალაქეები არიან.