„ჩვენ ვართ შემდგარი სახელმწიფო და არავის ეპატიება თავზე დაიმხოს ქვეყანა და კანონები“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს საქართველოში სიტყვის თავისუფლება უმაღლეს დონეზეა.
„რა თქმა უნდა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში არის აყვანილი უმაღლეს დონეზე და ვერავინ გაბედავს, ადამიანებს შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, ან დააფიქსიროს სხვადახვა ფორმით, თავიანთი შეხედულება პოლიტიკურ საკითხებზე, მაგრამ ვინც კანონს გასცდება, ამას შესაბამისი სამსახურების მხრიდან, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ჩვენ ვართ შემდეგარი სახელმწიფო და არავის ეპატიება თავზე დაიმხოს ქვეყანა და კანონები. სააკაშვილი დღევანდელი გადმოსახედიდან გახლავთ პოლიტიკური წარსული“, – განაცხადა კახა კალაძემ.