logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: არ მგონია, პასუხისმგებლიანი საქციელი იყოს, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს აქციით დახვდე
- +

14 ნოემბერი. 2020. 19:33

 

„არ მგონია, პასუხისმგებლიანი საქციელი იყოს, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს დახვდე აქციით, მაგრამ ეს ოპოზიციის ნებაა, ვერავინ აუკრძალავს, ეს მათ რეალურ სახეზე მეტყველებს“, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„შტატები, სახელმწიფო დეპარტამენტი აკეთებს განცხადებებს, რომ სხვადასხვა საკითხის განსახილველად, ჩადის ქვეყნებში, სადაც სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და ამ დროს, ვიღაც სხვა მესიჯს ახმოვანებს, მათ შორის, ისეთ სპეკულაციურს, როგორიც ვიღაცის დასჯაა, მე მგონია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უნდა დავუჯეროთ და არა - რომელიმე ოპოზიციონერს“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

შეგახსენებთ, 17-18 ნოემბერს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში სახელმწიდო მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდება.​

 

ამავდროულად, ოპოზიციამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოსახლეობას მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა გააცნო. სიტყვით გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ სამი საპროტესტო აქცია დააანონსა.

 

პირველი აქცია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტისას გაიმართება. მისი თქმით, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი სიგნალი მთელი მსოფლიოს მიმართ, რომ ქართველი ხალხი, არ ეგუება სიყალბეს.

 

გარდა ამისა, შემდეგი აქცია გაიმართება არჩევნების მეორე ტურის დღეს 21 ნოემბერს. გიგი უგულავას თქმით, ამ დღეს პროტესტის მონაწილეები ცოცხალ ჯაჭვს გააკეთებენ.

 

რაც შეეხება მესამე საპროტესტო აქციას, ის იმ დღეს გაიმართება, როდესაც მეათე მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner