სომხეთში ოპოზიციური პარტიის, „სამშობლოს“ ლიდერი არტურ ვანეციანი დააკავეს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია არტურ ვანეციანის ადვოკატზე, ლუსინე სააკიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
სომხური მედიის ცნობით, დაკავებულს ბრალი ედება ხელისუფლების მიტაცებისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მკვლელობის მომზადებაში.