logo_geo
eng_logo
„დამიხსომე, ასი წლის წინ გეძახოდი“ – 14 ნოემბერი მურმან ლებანიძის დაბადების დღეა
- +

14 ნოემბერი. 2020. 21:35

 

1922 წლის 14 ნოემბერს პოეტი მურმან ლებანიძე დაიბადა. 1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

 

მეორე მსოფლიო ომმა სწავლა გააწყვეტინა და 19 წლისამ ჯერ კავკასიის უღელტეხილზე წარმოებულ ბრძოლებში მიიღო მონაწილეობა, შემდეგ – ყუბანში. 1943 წელს მძიმე ჭრილობის გამო დაბრუნდა თბილისში.

 

1946 წლიდან მუშაობდა საყმაწვილო-სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთების რედაქციებში. ლირიკული ლექსების პირველი კრებული 1950 წელს გამოაქვეყნა.

 

იყო თბილისის საპატიო მოქალაქე,  გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

 

მისი ლექსი „მეშინია“ თითქოს წინასწარმეტყველურად დაწერა.

 

მეშინია

 

ეს სოფლები:

ეს ლიქოკი, ეს არხოტი,

ცარიელა

ეს პარტახი საიგავო,

მეშინია,

ეს სამოთხე, ეს წალკოტი

სხვა არავინ

მოვიდეს და დაიკავოს!

 

შქმერს სათიბზე

არ დავობენ მეზობლები,

ძაღლი არ ჰყეფს,

ძაღლი არ ჰყეფს ბარისახოს!

ვაითუ ვინმეს

მოეწონოს ეს სოფლები,

ვაითუ ვინმე

მოვიდეს და დაესახლოს!

 

ეს სხიერი,

ეს ლიქოკი, ეს არხოტი

არ ჩააქრო,

არ ჩააქრო! – გაფიცებდი.

არ წააგო,

არ წააგო ეს წალკოტი! –

დამიხსომე,

ასი წლის წინ გეძახოდი,

დამიხსომე,

განჯღრევდი და გაღვიძებდი!

 

მურმან ლებანიძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner