ნაძალადევის რაიონის გამგეობა ზაზა გაბუნიას გამგებლობის პერიოდში (2014-2016 წწ.) ნაძალადევის რაიონში შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალს აქვეყნებს:
საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაობი ჩატარდა 120 მისამართზე და ასფალტის საფარი მოწესრიგდა 200 000-მდე კვადრატულ მეტრზე, მათ შორის ურთულესი რელიეფის მქონე ქუჩებზე, სადაც 40-50 წლის მანძილზე არ განხორციელებულა სამუშაოები. ეს ქუჩები საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო პრაქტიკულად მოწყვეტილი იყო ქალაქს;
400-მდე ამხანაგობაში მცხოვრებ ათასობით მოქალაქეს გაუუმჯობესდა საცხოვრებელი გარემო;
მოწესრიგდა და საცხოვრებელი პირობები შეიქმნა ე.წ. არაშენდაში, რომელიც წლების მანძილზე დაუმთავრებელი და გავერანებული მშენებლობის სიმბოლო იყო თბილისში, ისევე როგორც ყოფილი ნევროლოგიის ინსტიტუტის შენობაში გუდამაყრის ქუჩაზე;
მოხდა რთულ სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების კომპაქტური ჩასახლებების ელექტროფიცირება და გაზიფიცირება, რასაც ისინი ათეულობით წლის მანძილზე ელოდნენ;
ასევე განხორციელდა რაიონში მცხოვრები 295 ოჯახის გაზიფიცირება;
60 000-მდე ადამიანს გაეწია სხვადასხვა სახის სოციალური დახმარება, რაც მინიმუმ 4-ჯერ აღემატება წინა წლების მაჩვენებელს;
აღდგა და მოწესრიგდა 30-ზე მეტი სპორტული მოედანი;
განხორციელდა ავტოსადგომებად ქცეული სკვერების განახლება და აღდგენა-რეაბილიტაცია, ნაძალადევში მოეწყო საქართველოში პირველი შშმ პირებისათვის ადაპტირებული სათამაშო მოედანი;
70 მისამართზე მოწესრიგდა საზოგადოებრივი მნიშვნელობის დასასვენებლი კუთხე;
დაირგო რამდენიმე ათასი სხვადასხვა ჯიშის ნერგი. მათ მოვლა-პატრონობაზე მზრუნველობა ამხანაგობებს აქვთ აღებული;
დაიწყო რაიონში არსებული მეწყერსაშიში ზონების გეოლოგიურ კვლევით საკითხებზე მუშაობა;
ამა წლის ზაფხულში იწყება მულტიფუნქციური სპორტული ცენტრის მშენებლობა აუზებით, კრივისა და ჭიდაობის დარბაზებით, სადაც ყველა ფენის მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი გარემო იქნება;
ავტორიტეტულ ხალხურ ანსამბლებთან თანამშრომლობის გზით, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა უფასოდ დაეუფლონ ქართულ ფოლკლორულ ხელოვნებას და ქალაქურ მუსიკას;
ჩატარდა ათობით სპორტული, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიება, რამაც გამოაცოცხლა და დინამიკა შესძინა ნაძალადევის რაიონის ცხოვრებას;
გაიოლდა გამგეობასთან მოქალაქის კომუნიკაცია, ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი საბჭოები, რისი საშუალებითაც მოსახლეობას რაიონში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებში მონაწილეობის საშუალება აქვთ.