„ჩვენ ოპოზიციას ვერ ვაჩუქებთ ხმებს, იმის სანაცვლოდ, რომ პარლამენტში შემოვიდნენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომერმა თეა წულუკიანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ აპირებს დაუთმოს პოლიტიკურ ექსტრემიზმს, მაგრამ კონსტრუქციული დიალოგისთვის კარი ღია რჩება.
„როდესაც მოლაპარაკების მაგიდაზე ვსაუბრობთ, 8 პარტია ზის აქეთ, მეორე მხარეს კი ერთი მმართველი პარტია, რომელსაც უკან უდგას 928 ათასი ხმა. ეს არის 50 ათასით მეტი, ვიდრე დანარჩენმა 8 პარტიამ მოაგროვა. ამიტომ მოლაპარაკების მაგიდასთან, როცა ისინი იცავენ თავიანთ ხმებს, როცა დასაცავი არაფერი სჭირთ, ჩვენ ვერავითარ შემთხვევაში მათ ვერ ვეტყვით, მოდი გაჩუქებ 8 ათას ხმას, ოღონდაც თქვენ შემოგევლეთ შემოდით პარლამენტში“, - აღნიშნა წულუკიანმა.