პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მმართველი გუნდის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე წერს. მისი თქმით, ამის საპირწონედ ოპოზიციას მხოლოდ დესტაბილიზაცია სურს.
„მხოლოდ 2016 წლის 1 აგვისტოდან დღემდე ჩვენი მოქალაქეების საკუთრებაში დარეგისტრირდა 870 ათასამდე მიწის ნაკვეთი, რაც ჯამურად 1 025 458 ჰექტარს შეადგენს. მიწის კანონიც მივიღეთ და ტყის კოდექსიც. ეს პროცესი გაგრძელდება, სოცპაკეტიც გაუმჯობესდება და არც ინფრასტრუქტურული პროექტები გაჩერდება. განათლების სისტემის დონეც სწრაფად გაიზრდება და ბევრი, ბევრი სხვა რამ. ეს უკვე ფაქტია და ამის საპირისპიროდ მხოლოდ ერთი მექანიზმი აქვთ - დესტაბილიზაცია",- წერს ვოლსკი.