logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: ახლად დაბადებულ პარტიებს არა მგონია ხიბლავდეთ „ნაცმოძრაობის" იმიჯი - ცოტა დრო რჩებათ, რომ გონზე მოვიდნენ!
- +

15 ნოემბერი. 2020. 02:16

 

„დღეს „ნაცმოძრაობამ" გია ბარამიძის პირით უთხრა დანარჩენ ოპოზიციას, რომ მიტინგებზე ხალხიც ჩვენია, ფულიც და სხვა რესურსებიც ჩვენია და ამიტომაც ჩვენს ბელადს სააკაშვილს ფეხებში ემთხვიეთ და საერთოდაც დააყენეთ და ბევრზე ნუ იქაჩებითო",- წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე.

 

„თავისებურად მართალიც არიან. პოლიტკორექტულობა მათთვის ყოველთვის უცხო ხილი იყო.

აი რა ეშველება დანარჩენ ოპოზიციას, მათ შორის ახლად დაბადებულ პარტიებს, ამ არჩევნებზე რომ აიდგეს ფეხი? არ მგონია მათ ხიბლავდეთ "ნაცმოძრაობის" სატელიტის იმიჯი, რომელიც სულ უფრო მყარად ეწებებათ ნაცების გვერდით გამოჩენის პროპორციულად.

 

ისე,დრო ცოტა, მაგრამ მაინც რჩებათ, რომ გონზე მოვიდნენ და პერსპექტივა შეინარჩუნონ",- წერს ანჯაფარიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner