„ეს მათი მხრიდან ტაქტიკური ნაბიჯია, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდებიან, მათ არანაირი შანსი და შესაძლებლობა არ აქვთ, რომ გაიმარჯვონ“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, არჩევნების მე-2 ტურში ოპოზიციის უარზე მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიცია მე-2 ტურში აუცილებლად დამარცხდება და ისინი ზედმეტი თანხის დახარჯვისგან და თავის შერცხვენისგან იკავებენ თავს.
„ეს მათი მხრიდან ტაქტიკური ნაბიჯია, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ ყველა მაჟორიტარულ ოლქში დამარცხდებიან, მათ არანაირი შანსი და შესაძლებლობა არ აქვთ, რომ გაიმარჯვონ და უბრალოდ წინასწარ, არც ზედმეტი თანხის დახარჯვა და არც თავის შერცხვენა არ უნდათ“, - განაცხადა კალაძემ.